logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე სამადაშვილზე: პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს; ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არც ერთს
- +

27 მაისი. 2022. 18:09

 

 

„ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. რასაც ქალბატონო სალომე სამადაშვილი ბევრს საუბრობდა და გავიდა, პირდაპირ მითხრეს, იყო პირადად თვითონ დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოგთვლით ახლა აქ, დადიან, ჭორაობენ და როგორც გლუკსმანი ჰყავთ დაქირავებული, რომელიც ევროპარლამენტარია, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს. ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არც ერთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

 

მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

 

„გამოდის ქალბატონო ნაცვლიშვილი, არ ვიცი, როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ,  იქნებ თქვენს ტვინში არის რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე.

 

მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მითუმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით ჩვენს გადაწყვეტილებას მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, აი ეს ადამიანები, ამისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ, „ჰედლაინი“ რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების. ეს არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. თქვენ ყველანი, არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თქვენ რეალურად რომ გინდოდეთ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემა, სხვანაირად მოიქცეოდით“, -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner