სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის" ოფთალმოლოგებმა თეა ხოჯავამ და საიდა გასანოვამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს.
სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროებისამებრ, თბილისის სხვადასხვა რაიონის 50-მდე ვეტერანს შემდგომი მკურნალობაც დაენიშნებათ.
სამედიცინო ცენტრში ბენეფიციარების მომსახურებას, კოორდინირება „ლანცეტის" წარმომადგენელმა ექიმმა დავით მუხიგულმა გაუწია.