logo_geo
eng_logo
ლეგენდა, რომელმაც ცხოვრება შოუდ აქცია - 70 ფაქტი მარადონას შესახებ
- +

30 მაისი. 2020. 22:20

 

 

 

 

ლეგენდარული დიეგო მარადონას შესახებ Goal.com-მა სტატია გამოქვეყნა. 70 ფაქტი 1986 წლის მუნდიალის ტრიუმფის მთავარ შემოქმედზე, ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება შოუდ აქცია, მისი გამონათქვამებითა თუ ქმედებებით ყოველთვის მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო.

 

- დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს ბუენოს-აირესის გარეუბანში დაიბადა.

 

- მარადონამ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი შეაგდო.

 

- მან არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

 

- ''ბარსელონაში'' გადასვლამდე 1981 წელს ''ბოკა ხუნიორსს'' არგენტინის ელიტარული ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. 1984 წელს კარიერა ''ნაპოლიში'' გააგრძელა და იტალიურ გუნდის ჩემპიონობაში წვლილი შეიტანა, ნეაპოლურმა კლუბმა იტალიის სერი ა ჯერ 1987 წელს, შემდეგ კი 1990 წელს მოიგო.

 

- მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში მარადონამ არგენტინის ნაკრებს 16 შეხვედრაში უკაპიტნა, რაც რეკორდია. მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 მატჩში კაპიტანი სხვა არც ერთი ფეხბურთი ყოფილა.

 

- საერთო ჯამში დიეგო მარადონამ ოთხ სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 მატჩი ჩაატარა.

 

- პროფესიონალურ დონეზე დიეგო მარადონას დებიუტი 1976 წლის 20 ოქტომბერს ''არხენტინოს ხუნიორსის'' მაისურით შედგა. ამ დღეს მარადონა მხოლოდ 15 წლის იყო.

 

- 1979 წელს იაპონიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. მარადონა ჩემპიონი გუნდის წევრი იყო.

 

- 1977 წლის 27 თებერვალს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ''ბომბონერაზე'' არგენტინამ უნგრეთის გუნდს უმასპინძლა. ამ შეხვედრაში დიეგო მხოლოდ 16 წლის იყო.

 

- მას მხარზე ჩე გევარას პორტრეტის სვირინგი აქვს, ხოლო მარცხენა ფეხზე - ფიდელ კასტროსი.

 

- ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ მარადონას წინააღმდეგ თამაშისას დაირღვა წესი. 1986 წელს მექსიკაში მარადონას წინააღმდეგ უხეშად თამაშის 53 ფაქტი დაფიქსირდა.

 

- მარადონას კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის, მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტჯერ თამაშის წესი არგენტინელის წინააღმდეგ თამაშისას დაირღვა, 1982 წლის მუნდიალზე იტალიასთან მატჩში მთავარმა მსაჯმა მარადონასთან თამაშისას იტალიელი ფეხბურთელები 23 შემთხვევაში დააჯარიმა.

 

- 1986 წლის მუნდიალზე მარადონა არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო და ფინალში არგენტინამ გერმანიას 3:2 სძლია.

 

- 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მარადონა დასახელდა.

 

- 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მარადონამ გოლი ხელით გაიტანა. მატჩის შემდეგ მარადონამ ენამახვილურად თქვა: ''ეს გოლი ღმერთის ხელმა და მარადონას თავმა გაიტანა.''

 

- მან სერია ა პირველად 1987 წელს მოიგო, 1990 წელს მარადონას ''ნაპოლიმ'' შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა, ნეაპოლური გუნდი 1989 წელს უეფას თასის გამარჯვებული გახდა.

 

- 1994 წლის აშშ-ს მუნდიალზე მარადონამ 2 მატჩი ჩაატარა, საბერძნეთს გოლი გაუტანა, შემდეგ დოპინგზე ჩავარდა, რის გამოც ფიფამ დასაჯა და მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა.

 

- 1989 წლის 7 ნოემბერს მარადონა კლაუდია ვილაფანესთან დაქორწინდა. წყვილმა განქორწინების შესახებ დოკუმენტს 2004 წელს მოაწერა ხელი.

 

- 2005 წელს მარადონამ არგენტინის ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, სატელევიზიო შოუს წამყვანი გახდა და მისი პირველი სტუმარი ბრაზილიელი პელე იყო, თუმცა მათ შორის საფეხბურთო კუთხით დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა.

 

- 2008 წლის ოქტომბერში დიეგო მარადონა არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა.

 

- არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარადონას დებიუტი 2008 წელს, ''ჰემპდენ პარკზე'' შოტლანდიასთან შედგა. ამხანაგური შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა მოიგეს (0:1).

 

- 2010 წლის 22 ივნისს მარადონამ ჯაბულანის ბურთის შესახებ ისაუბრა: ''ფიფას ვთხოვ ამ ბურთის მიღება შეწყვიტოს და ახალ ბურთზე იმუშავოს, რომელიც მაღალი დონის მატჩებისთვის შესაფერისი იქნება. ეს ბურთი უსარგებლო და გამოუსადეგარია, მისი კონტროლი შეუძლებელია.''

 

- 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა. მარადონა თამაშის შემდეგ ბარიერის გადაახტა, რომ ყოფილ თანაგუნდელს, სალვატორე ბანის ჩახუტებოდა. ბანი მარადონასთან ერთად ''ნაპოლიში'' თამაშობდა და მუნდიალზე ექსპერტად მუშაობდა. გულითადი მისალმების შემდეგ ბანიმ თქვა: ''მასთან ერთად დიდებული წლები გავატარე, მას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა მოულოდნელობები.''

 

- 2010 წლის მუნდიალის შემდეგ მარადონამ მესი დაიცვა: ''ვინც ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მესის მსოფლიოს ჩემპიონატი არ მოუგია, იდიოტია.''

 

- 2006 წელს მარადონას ყოფილმა თანაგუნდელმა ხორხე ვალდანომ დიეგოზე თქვა: ''მას ბევრი ბაძავს, კონტროვერსიული ფიგურაა, შეყვარებული, სიძულვილით სავსე და ადამიანი, რომელსაც შეუძლია დიდებისკენ სვლა, მან ეს არგენტინაში განსაკუთრებულად მოახერხა. ზეწოლის განხორციელება მის პირადულ ცხოვრებაზე შეცდომაა. მან მისი ცხოვრება შოუდ აქცია და ახლა ცხოვრობს პერსონალური განკითხვის დღისთვის, რომელიც არ უნდა იყოს იმიტირებული.''

არგენტინის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფიფას მიმართა, რომ მარადონასადმი პატივისცემის ნიშნად 10-ნომრიანი მაისური მთელს მსოფლიოში გაუქმებულიყო, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უარი განაცხადა.

 

- ''არხენტინოს ხუნიორსის'' სტადიონი დიეგო მარადონას სახელს ატარებს. ეს ის კლუბია, სადაც ლეგენდამ კარიერა დაიწყო.

 

- 1986 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ მარადონამ თქვა: ''თითქოს ჩვენ დავამარცხეთ მთელი ქვეყანა და არა ერთი საფეხბურთო გუნდი.''

 

- 1996 წელს მარადონამ განაცხადა: ''ვიყავი, ვარ და ვიქნები ნარკოტიკებზე დამოკიდებული, რის წინააღმდეგაც ყოველდღიურად ვიბრძვი.''

 

- 2000 წელს ფიფაში გადაწყვიტეს, რომ მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მარადონასთვის და პელესთვის გადაეცათ. საუკეთესოდ ორივე დაესახელებინათ. პელემ თქვა: ''თუ მარადონა თავს საუკეთესოდ თვლის, ეს მისი პრობლემაა.''

 

- 1990 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, კარლოს ბილარდოს თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს, მან უპასუხა: ''მარადონა და 10 სხვა ფეხბურთელი.''

 

- 2005 წელს მარადონა ''ბოკა ხუნიორსის'' ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს. ერთი წლის შემდეგ პოსტი დატოვა.

 

- სერბმა რეჟისორმა ემირ კუშტურიცამ მარადონას შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერა 2008 წელს კანის ფესტივალზე შედგა.

 

- ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელმა სერ ბობი რობსონმა მარადონას შესახებ თქვა: ''დიეგოსთან ერთად ლონდონის ''არსენალს'' შეუძლია მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს.''

 

- ინგლისის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ფილ ნილმა 1978 წელს 18 წლის მარადონას შესახებ თქვა: ''ეს ბავშვი საოცრებაა - საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე მინახავს.''

 

- 1998 წელს დიეგოს ქომაგებმა ''მარადონას ეკლესია'' შექმნეს. 2010 წელს დიეგოს დაბადებიდან 50 წელი გავიდა და არგენტინელი ლეგენდა ღვთისმეტყველის დოქტორად აღიარეს.

 

- ''ღმერთის ხელის'' გარდა დიეგო მარადონამ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ შესანიშნავი გოლი გაუტანა. ეს გოლი ფიფამ მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლად დაასახელა.

 

- ფრანგულ შოუ ''Les guignols de l'info''-ში მარადონას ორეულის თოჯინა წარმოადგინეს.

 

- მარადონა კარგი მეგობარია კუბის ლიდერის, რაულ კასტროსი.

 

- მარადონამ ''ნაპოლი'' 1991 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც დოპინგ ტესტზე ჩავარდა. ამ პერიოდში მან კოკაინი მოიხმარა.

 

- არგენტინელმა უარი თქვა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით ცერემონიაში მონაწილეობა მიეღო: ''არ მინდა იქ ვიყო და მომაკვდავ პელეს ვუყურებდე.''

 

- როცა მარადონა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, პელემ მასზე თქვა: ''ეს არ არის დიეგოს შეცდომა, ეს მათი შეცდომაა, ვინც მარადონა მთავარ მწვრთნელად დანიშნა.'' პელეს მარადონამ უპასუხა: ''პელე უნდა წავიდეს მუზეუმში, სადაც მისი ადგილია.''

 

- 2009 წელს იტალიელებმა განაცხადეს, რომ მარადონა 37 მილიონის ქონებას ფლობს, თუმცა ამ თანხის ნახევარზე მეტი ვალი აქვს.

 

- მარდონა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში საშუალოდ ერთ მატჩში 0, 526 გოლს იტანდა.

 

- არგენტინის ნაკრების ისტორიაში დიეგო მარადონა საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთე ადგილზეა. მას მესი, ბატისტუტა, აგუერო და კრესპო უსწრებენ.

 

- შოტლანდიურმა ქომაგთა ჯგუფმა The Tartan Army-მ შექმნა მარადონას სადიდებელი სიმღერა, რადგან 1986 წელს დიეგომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

- 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ მარადონამ თქვა: ''ფეხბურთელები რობოკოპებივით დარბიან. ვერ წარმომიდგენია უფრო ცუდი ჩემპიონატი.''

 

- ორგანიზაცია IIMSAM-მა, რომელიც სიღარიბის წინააღმდეგ იბრძვის, დიეგო მარადონა კეთილი ნების ელჩად დანიშნა.

 

- მარადონა ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდი ორჯერ დაამყარა.

 

- ფრანკო ბარეზიმ და პაოლო მალდინიმ ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ, ვისთანაც კი უთამაშიათ, დიეგო მარადონა დაასახელეს.

 

- მსოფლიოში მხოლოდ ორი ფეხბურთელია, რომლებიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდნენ. ესენი არიან ლეო მესი და მარადონა.

 

- 2015 წლის 17 აგვისტოს მარადონა ტუნისელ არბიტრს, ალი ბინ ნასერს ესტუმრა, რომელიც 1986 წლის მუნდიალზე ინგლისისა და არგენტინის ნაკრებთა დაპირისპირება გაუძღვა, ეს იყო შეხვედრა, როცა დიეგომ ''ღმერთის გოლი'' გაიტანა. მარადონამ აფრიკელს არგენტინის ნაკრების მაისური აჩუქა.

 

- 2000 წელს მარადონამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით: ''მე ვარ დიეგო.'' მან წიგნები კუბელ ხალხს უფასოდ გაუგზავნა.

 

- Konex Foundation-ი არგენტინაში კულტურის მოღვაწეთა შორის გამორჩეულ ფიგურებს აჯილდოებს. 1990 წელს პრიზი მარადონამაც მიიღო, რომელსაც ჯილდო სპორტში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

 

- მადრიდის ''რეალთან'' შეხვედრაში მეკარე და მცველი შესანიშნავად მოატყუა და შემდეგ გოლი გაიტანა. მეტოქის ქომაგებმა მარადონას ოვაციები მოუწყვეს, რასაც ''სამეფო კლუბის'' გულშემატკივრები ძალიან იშვიათად აკეთებენ. მარადონა გამონაკლისთა შორისაა.

 

- ''ნაპოლიში'' დიეგო მარადონა, ბრაზილიელი კარეკა და იტალიელი ბრუნო ჯორდანო შესანიშნავ ტრიოს ქმნიდნენ. თითოეული მათგანის გვარის პირველი ორი ასოდან შეიქმნა მეტსახელი ‘Ma-Gi-Ca’ - მაგიური. ასე მოიხსენიებდნენ ტრიოს 80-იანი წლების სერია ა-ში.

 

-1978 წლის მუნდიალი მარადონამ გამოტოვა, დიეგო მხოლოდ 17 წლის იყო და მთავარი მწვრთნელი სეზარ ლუის მენოტი თვლიდა, რომ ამომავალი ვარსკვლავის მუნდიალზე თამაში ნაადრევი იყო.

 

- მექსიკაში, სტადიონ ''აცტეკას'' შესასვლელში დიეგო მარადონას ქანდაკებაა, რომლის სახელწოდებაა ''საუკუნის გოლი.''

 

- მარადონას ორი კანონიერი შვილი ჰყავს: ''დალმა და ჯანინა ჩემი კანონიერი შვილები არიან. სხვა ყველაფერი ჩემი ფულისა და შეცდომების შედეგია.''

 

- 2007 წლის დეკემბერში მარადონამ მაისური წარმოადგინა თავისი ხელმოწერით და ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს ეს მაისური ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუზუმშია.

 

- 2013 წლის აპრილში მარადონა ვენესუელას ესტუმრა, უგო ჩავესის საფლავზე მივიდა. ასევე, შეხვდა სოციალისტ ლიდერს, ნიკოლას მადუროს, მას არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. მარადონამ მედიასთან საუბარში თქვა: ''ბრძოლა გრძელდება.'' საბოლოოდ, არჩევნები მადუროს გამარჯვებით დასრულდა.

 

- მარადონას შესახებ გადაღებული ფილმის რეჟისორი კუშტურიცა დიეგოს შესახებ ამბობს: ''ვინ არის ეს კაცი? ვინ არის ეს ფეხბურთის ჯადოქარი, სანაკრებო ფეხბურთის Sex Pistol-ი, კოკაინის მსხვერპლი, ვინც უარი თქვა ამ ცუდ ჩვევაზე, გამოიყურებოდა ჯონ ფალსტაფივით და იყო სპაგეტივით წვრილი? ენდი უორჰოლი ცოცხალი რომ იყოს, მარადონას მერლინ მონროსა და მაო-ძედუნის გვერდით დააყენებდა. დარწმუნებული ვარ, თუ მარადონა ფეხბურთელი არ გახდებოდა, რევოლუციონერი იქნებოდა.''

 

- მარადონა FIFA 18-სა და Pro Evolution Soccer 2018-ში წარმოდგენილია, როგორც ლეგენდარული ფეხბურთელი.

 

- ბრაზილიაში დაბადებულმა დიეგო კოშტამ მარადონასადმი პატივისცემა და კეთილგანწყობა გამოხატა მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია და არგენტინა პრინციპული მეტოქეები არიან.

 

- 2010 წლის მუნდიალის საუნდტრეკი ''WAKA WAKA '' შაკირამ შეასრულა, რომლის კლიპში დიეგო მარადონაც ფიგურირებს, მოცემულია 1986 წლის მუნდიალის კადრი, როცა მარადონა პლანეტის ჩემპიონობას ზეიმობ

 

 

a

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner