logo_geo
eng_logo
თელათგორთან მისასვლელი გზის მოსაფალტება გრძელდება
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:44

 

 

სოფელ თელათგორთან, ადგილობრივი მნიშვნელობის მისასვლელი გზის  მოასფალტების I ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოების II  ეტაპი გაგრძელდა.

 

მშენებელი კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა“ გზაზე ასფალტის  პირველ პირს აგებს.  გზის საერთო სიგრძე 2 771 გრძივი მეტრია და მის რეაბილიტაციაზე  1 825 700 ლარი იხარჯება.

 

„აღნიშნული გზა ამორტიზირებული, გადაადგილებისას არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო. ეს არის გზა -  რომლითაც სამი სოფლის თელათგორის, ლავრისხევის და გომისჯვარის  მოსახლეობა სარგებლობს.  გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების შემდგომ, გადაადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.

 

right_banner
არქივი
right_banner