logo_geo
eng_logo
აკაკი შუბითიძე: დანაშაული ყოველთვის მოითხოვს სასჯელს
- +

7 ივლისი. 2019. 18:45

 

მარტივი შეკითხვა თბილისში და სხვა ქალაქებში მიმდინარე აქციების მონაწილეებს და ამ აქციების მოთხოვნების გამზიარებლებს:

 

საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობა არის თუ არა მძიმე დანაშაული და თუ მძიმე დანაშაულია, ვინ უნდა აგოს ამისთვის პასუხი?

 

თქვენ რომ მართლაც პატრიოტები იყოთ და დანაშაულის გამო გულწრფელად აღშფოთება შეგეძლოთ, ზოგადი სახით მაინც მოითხოვდით, რომ კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობისთვის დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონო.

 

მაგრამ არა, არა და არა.

 

თქვენ არაერთგზის მხილებული დამნაშავე რეჟიმის შემორჩენილი მსახურები ხართ, რევანშის წყურვილით აღტკინებულნი. იცით, რომ მშვიდობიანად ხელისუფლებაში დაბრუნება, ბოროტი ვნებების დასაკმაყოფილებლად, არ გიწერიათ და არევაზე ხართ დაგეშილი.

 

ე.წ. „ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი“ იქ დასრულდა, სადაც დაიწყო პარლამენტზე იერიში და პოლიციელებზე თავდასხმები.

 

შტურმისკენ მომწოდებელნიც, შტურმის მონაწილენიც და ისინიც, ვინც მათ შეძახილებით ამხნევებდნენ, დამნაშავეები არიან, მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციაა სხვადასხვა. დამნაშავეები არიან ისინიც, ვინც ყოველი დაშლის შემდეგ უკან მობრუნებას ცდილობდა, რადგან ყველასთვის ცხადი იყო, რომ დანაშაული უკვე სახეზე გვქონდა და უკან მობრუნება სხვა არაფერი იყო, თუ არა მობილიზაცია შეჭრის მორიგი მცდელობისთვის.

 

მოდით, ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და რაც გავიფიქრეთ ხმამაღლა ვთქვათ - ამბოხი რომ შემდგარიყო, აქციის ყველა მონაწილე დღეს თანამდებობების რიგში იჯაჯგურებდა მოთხოვნით - „იქ ვიდექი!“

 

ეს არის და ეს...

 

შენ კი, „ოცნების“ ხელისუფლებავ, კმარა პოლიტიკური ბალეტი და ლობიოობა. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დასრულდეს ის გაბმული ისტერიკა, რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს იმ ადამიანებს, ქვეყნის წელში გასამართად, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობების კეთილდღეობისთვის, დღე და ღამე რომ გვაქვს გასწორებული.

 

აკაკი შუბითიძე

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner