logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: აშშ-ის სენატმა სომხების გენოციდი აღიარა
- +

16 დეკემბერი. 2019. 13:10

 

 

ვულოცავთ სომხებს.

ვუსამძიმრებთ მათ, ვისაც ეს ფაქტი არ გაუხარდათ... არ იქნებიან ცოტანი.

თავად გენოციდს რომ ერთი წამით თავი დავანებოთ, ამ აღიარების მნიშვნელობა ჩვენი მეზობელი ერისთვის ძალიან დიდია.

 

- პოლიტიკურად!

- საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის განმტკიცებისთვის;

- ეროვნული კონსოლიდაციისთვის;

- ყველა სომხის თავმოყვარეობისა და ღირსების ამაღლებისთვის!!!

 

მრავალი ათეული წლის მანძილზე იბრძოდა სომხეთი ამ აღიარებისთვის. არ მიდიოდა აშშ ამ ნაბიჯზე. ეტყობა, რუსეთ -თურქეთის „დაახლოებამ“ დააჩქარა ამ ნაბიჯის გადადგმა.

 

ეს მოვლენა უძლიერესი გამარჯვებაა სომხური ლობისა, რომელიც ებრაულის შემდეგ უძლიერესია აშშ-ში. კავშირებით, ფინანსებით, ჭკუით. სომხეთის სახელმწიფოსთან და მის საელჩოსთან მუდმივი კავშირით და კოორდინაციით, შედუღაბებული უკიდეგანო პატრიოტული სულისკვეთებით, რაც აერთიანებს მსოფლიოში გაბნეულ 12-13-მილიონიან დიასპორას მორალურად, ფიზიკურად, ფინანსურად.

 

აბა, ჩვენ კი არ გვგვანან, ბედოვლათებს, ჩვენი პოლიტიკოსებიანად, დეპუტატებიანად, ე.წ. ბიზნესმენებიანად და...

 

გინახავთ ან გაგიგიათ, რომ სომეხი დეპუტატები საგანგებოდ და ღიად „დაძრწოდნენ“ უცხოეთში ქვეყნის მმართველი ძალის სალანძღავად?..

 

გაგიგიათ, რომ ევროპარლამენტში რომელიმე სომეხი დეპუტატი კანდელაკიანი აგინებდეს თავის ქვეყანას?..

 

წარმოგიდგენიათ, რომელიმე სომეხი მილიონერი აფინანსებდეს უცხოეთის პრესაში, ტელევიზიით თავისი ქვეყნის განმქიქებელი მასალების გამოქვეყნებას?..

 

შეგიძლიათ დაუშვათ ფაქტი, რომ სომხეთის საელჩო დუმდეს და არ აპროტესტებდეს რომელიმე ჭკუათხელი კონგრესმენის გამანადგურებელ, ანტისომხურ გამოსვლას?

 

უშვებთ იმ შემთხვევას, რომ სომხეთში მომუშავე უცხოელმა დიპლომატმა რაიმე უგუნურება წამოაყრანტალოს და მას ყურები არ დააგლიჯოს ოფიციალურად იქაურმა უწყებამ?

 

ჰოდა, აქედან დასკვნა: ავიღოთ მაგალითი ასეთი შეუპოვრობის, ასეთი გამიზნულობის, ასეთი უანგარობის, ასეთი თავდადების, ასეთი ერთიანობისა...

 

ამდენ სომხურ გვარგადაკეთებულთათვის, ვისითაც გადაჭედილია ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე, ეს არ უნდა იყოს ძნელი საქმე. ამას გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მინიშნებისა და ცინიზმის გარეშე. მოვუწოდებ მათ, გამოიყენონ გენეტიკური ნიჭი მათივე მშობელი ქვეყნის სასარგებლოდ...

 

ამ დღეებში ჩვენი ელჩების ყოველწლიური შეკრება უნდა გაიმართოს... ჰოდა, ამაზე აქტუალური თემა რაღა უნდა იყოს კოლექტიური ზალკალიანისთვის?

 

ისე, ერთი ის გამაგებინა, რა კრიტერიუმით არჩევს ეს „გენიოსი“ მინისტრი ელჩებს, დესპანებს, დიპპერსონალს და...

 

სიმამრების, სიდედრების, ცოლისძმების, კლასელების, ნათესავების და სხვა ჭუჭუ'ლაშვილების შრომითი მოწყობის ბიუროა თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ვერ გაიგებს კაცი...

 

თუ გააპროტესტებს რომელიმე ყოფილი(?) თუ მოქმედი ბრიყვი ნამეტნავად მაღალი რანგის ჩინოსანი; მაშინ ამ თემას სერიალს მივუძღვნი...

 

სად ხარ, კუკური, ხომ არ დავცხოთ ტაში?!

 

https://ru.euronews.com

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner