logo_geo
eng_logo
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი მეგი საჯაია „უსაფრთხო სოფლის“ პროექტს აანონსებს!
- +

31 მარტი. 2020. 23:16

 

 

მას შემდეგ, რაც ახალმა კორონავირუსმა საქართველოშიც შემოაღწია, ერი და ბერი უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდა. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთმა მოქალაქემ და ათეულობით კომპანიამ გამოხატა სურვილი, სხვადასხვა მიმართულებით დახმარებოდნენ სახელმწიფოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. მაშინ, როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დედაქალაქი დატოვა და რაიონებში წავიდნენ თვითიზოლაციისათვის,  საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა მეგი საჯაიამ მეტად სასარგებლო და დროულ ინიციატივა გამოაქვეყნა:

 

ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მსოფლიო და მათ შორის, საქართველო ებრძვის უხილავ მტერს. ჩვენ კი ამ ბრძოლაში მეტად მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია.


სახლში დარჩენით ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, სახლში დარჩენით ჩვენ შეგვიძლია, გადავარჩინოთ ჩვენი ტკბილი ბებია-პაპების სიცოცხლე და ჯანმრთელობა!


ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა ასეთი მომზადებული დახვდა აღნიშნულ გამოწვევას! მიხარია, რომ ჩვენი მთავრობა და მედიკოსები ასე თავდადებით იბრძვიან და მათ ამ ბრძოლაში უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას! მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლაში თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ, როგორც სახლში დარჩენით, ასევე ჩვენი აქტიურობით!


პირადად მე, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი მეგი საჯაია, დისტანციური შრომის რეჟიმზე ვარ გადასული და შვილებთან ერთად გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ვიმყოფები. რაიონის მასშტაბით მუშაობს აფთიაქები და მაღაზიები, სადაც შეძლებისდაგვარად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს, თუმცა, სოფლებში კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნება.


და დაიბადა იდეა, გავაკეთო პროექტი უსაფრთხო სოფელი!
მე, ჩემმა ძმამ - გიგა საჯაიამ და დეიდაშვილმა - შალვა აბრამიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ ჩემი მეუღლის ოთარ ჩოკოშვილის დახმარებით და მითითებებით, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ეპიდემიოლოგი გახლავთ, სპეციალური ხსნარებით საკუთარი სახსრებით უზრუნველყოთ გურჯაანის რაიონის სოფლებში არსებული მუშა-დაწესებულებების დეზინფექცია!


ძალიან გამიხარდება, თუკი პროექტი უსაფრთხო სოფელი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და მოხალისეები მუშა-ობიექტებს სპეციალური ხსნარებით შეწამლავენ.

მჯერა, ქართველები მართლაც განსაკუთრებული ჯიშისა და გენეტიკის მატარებელი ერი ვართ! მჯერა, ერთიანობით ყველა უხილავი თუ ხილული მტრის დამარცხებას შევძლებთ!

 

 

ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ!
პროექტს უსაფრთხო სოფელი სრული მხარდაჭერა აქვგურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან!
უდიდეს მადლობას ვუხდი გურჯაანის მერს - ბატონ არჩილ ხანდამაშვილს და სოფელ ვაზისუბნის გამგებელს - ბატონ გია სოლომნიშვილს! გურჯაანის მერის ინიციატივით, პროექტში ჩაერთვება ყველა სოფლის გამგებელი, როგორც რიგითი მოხალისე. ასეთ ღირსეულ ადამიანებზე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი! ამავე დროს მადლობას ვუხდი საქართველოს საინჟინრო აკადემიის სამედიცინო-ტექნიკური ცენტრის ხელმძღვანელს - ბატონ თენგიზ ცეცხლაძეს, რომელიც პროექტ უსაფრთხო სოფლის წარმატებულად განსახორციელებლად 200 ლიტრ უნივერსალური დანიშნულების სადეზინფექციო ეკოლოგიურად სუფთა ხსნარს გადმოგვცემს! - წერს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი პოსტის გამოქვეყნებიდან 2 საათის შემდეგ.

 

სავარაუდოდ, პროექტი „უსაფრთხო სოფელი“ სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს და ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებული კი სწორედ გურჯაანის რაიონიდან გახლავთ.  ეს კახეთის რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევაა.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner