logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების შეთანხმებით დასრულება არის ტესტი, თუ რეალურად ვის სურს დემოკრატიული
- +

6 მარტი. 2020. 21:30

 “არჩევნები ეს არის რეალურად, ტესტი, თუ ვის სურს პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები და ვინ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს გარკვეული უპირატესობება“,- ამის შესახებ არჩილ ალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის შეთავაზებასა და ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყველა მხარიდან გადადგმულია ნაბიჯები და მოლაპარაკებები ახლოსაა შეთანხმებით დასრულებასთან.

 

 

 „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორშაბათის ჩათვლით ჯერ კიდევ არის დრო, რომ იყოს შეხვედრა - ერთი ან ორი, რამდენიც საჭიროა. ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ყველა მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები. ახლა ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს. ეს არის რეალურად, ტესტი, თუ ვის სურს პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები და ვინ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და ცდილობს საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მოიპოვოს გარკვეული უპირატესობება. ხელისუფლება დესტაბილიზაციას არ დაუშვებს; საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვერავინ მოიპოვებს უპირატესობას. საუკეთესო გამოსავალი არის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას და ამ შეთანხმების საფუძველზე ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner