logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მევახშე ხაზარაძე ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებს თელავში, სამეგრელოს რეგიონსა და თბილისშიც კი...
- +

21 სექტემბერი. 2020. 20:37

 

 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინტენსიურად გვაწვდიან, მევახშე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამომრჩევლის ტოტალურ მოსყიდვაზე არიან გადასული და „მუთაქებში“ შენახულ შავ ფულს არიგებენ რაც საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა თუმცა სამართალდამცავი ორგანოები ამაზე რატომღაც არ რეაგირებენ!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

 

„ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით,  რომელიც დასავლეთ საქართველოდან მოგვაწოდეს, ხაზარაძე ამომრჩევლის მასობრივ მოსყიდვას ახორციელებს სამტრედიის რაიონის მშობლიურ სოფელ ბაშში, მაგრამ ადგილობრივების უმეტესობა მას, როგორც მევახშესა და ყაჩაღ-ბანკირს, ვერ იტანს. იგივე ხდება თელავში, სამეგრელოს რეგიონსა და თბილისშიც კი.

 

 ხაზარაძე ნაღდ ფულს არიგებს და რეგიონების მოსახლეობას პირდება, რომ არჩევნების შემდეგ სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებისთვის „თბილისი ბანკიდან“ იაფ კრედიტებს, ფაქტობრივად, უპროცენტო სესხებს მისცემს.

 

 საქართველოში ძნელად მეგულება ადამიანი, რომელიც მევახშე ხაზარაძეს სიტყვაზე ენდობა, მაგრამ გაჭირვებული ხალხის ნაწილმა ყაჩაღ-ბანკირს, საარჩევნო ხმის სანაცვლოდ, ფული რომ გამოართვას, ნამდვილად არ იქნება გასაკვირი.

 

მივმართავ თითოეულ ამომრჩეველს, რომელსაც ხაზარაძე მოსასყიდად საკუთარ კლერკებს მიუგზავნის – ფული გამოართვით და მოიხმარეთ, მაგრამ არჩევნებში ხმა არ მისცეთ!“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner