logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და მის გარშემო მოკავშირეები არ სჭირდება
- +

22 სექტემბერი. 2020. 03:04

 

 

 

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღაცისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს ეზოში თუ ფანჩატურში შეკრებილი მთელი კოალიციური სპექტრი, ზოგი სატელიტი იყო, ზოგი ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმე.

 

გამოიყენა, ხელი მოაწერინა განცხადებას, შექმნეს სიმრავლის ილუზია და ახლა ეს უკვე რასაკვირველია, სააკაშვილს არ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე. ამბიციები ყველას აქვს ამ დროს, მაგრამ ამბიცია, რომელიც ამ ხალხს გააჩნია ერთად, ცალ-ცალკე, არ არის საფუძვლიანი, იმიტომ, რომ ნულს რომ ნული მივუმატოთ, ვერ გამოვა ვერანაირად ორი.

 

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, უფრო რეალური იქნება იმის თქმა, რომ სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და გარშემო მას მოკავშირეები არ სჭირდება.

 

თუმცა უშველებელ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღაცისთვის რაღაცას წარმოადგენს. ცარიელ ადგილზე არც სახელმწიფოს თემა არ გვარდება და ვერც შენობა აშენდება, თუკი ამის ფუნდამენტი არ არსებობს.

 

სააკაშვილი ვერც ფუნდამენტს შექმნის, ვერც ააშენებს და რეალურად, ეს არის ტრაბახა ინდივიდი. ასეთი ხიბლის ცოდვით არის კაცი შეპყრობილი. სააკაშვილი მოწყვეტილია აბსოლუტურად ყველანაირ რეალობას“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner