logo_geo
eng_logo
გიორგი ჩალაძე: მე ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს
- +

15 ოქტომბერი. 2020. 00:42

 

 

მე არ ვპროგნოზირებ არაფერს, მე ვხედავ ცუნამს, რომელიც მოდის და გასაქცევი არსად არ გვაქვს“ – ამის შესახებ  გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ჩალაძემ  ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.  

 

 

ვიცით, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გვექნება.

 

გადარჩენის მეორე გზა არის პოპულაციური იმუნიტეტი, რომლიც გამომუშავება, თეორიული ზღვარი, რაც შეიძლება განვიხილოთ არის 20-30%, იდეალურ შემთხვევაში 80%.

 

ამ შემთხვევის დროს ქვეყანა ვერ გადარჩება, არ არსებობს ამის განხილვა საერთოდ.

 

20-30%-ის შემთხვევაში დგება ის მომენტი, რომ აღარ გვაქვს რესურსი რაიმე ვქნათ.

 

სწორი გადაწყვეტილებები, რაც დღეს უნდა მივიღოთ არის ადგილობრივი – შეზღუდვების დაწესება, რაც შეიძლება მალე, მიზანმიმართული და ყველაზე მთავარი, ჩვენი ბრძოლის იარაღია მარტივი და იაფფასიანი პირბადე, ხელების დაბანვა და სწორი კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან.

 

 

ფორმულა არის მარტივი: ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს, არ ვართ შოტლანდია, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი, ამიტომ გვერჩება ყველაზე ეფექტური, იაფი საშუალება პირბადე, ხელების ჰიგიენა და თვითშეგნება.

 

ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ყოველი არასაჭირო მოძრაობა ქალაქში იწვევს ადამიანების დაავადებას.

 

ერთი ადამიანი ასნეულებს მინიმუმ 10 ადამიანს, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, ამას ვერ გაუძლებს ვერც სამედიცინო სისტემა, განსაკუთრებით ვერ გაუძლებს ჩვენი სატესტო სისტემა” – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

 

 

წყარო: ფორმულა

 

 

right_banner
არქივი
right_banner