logo_geo
eng_logo
რომში პოლიციასა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა
- +

25 ოქტომბერი. 2020. 11:40

 

 

 

რომში პოლიციასა და ულტრამემარჯვენე ჯგუფის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ულტრამემარჯვენე მოძრაობის „ახალი ძალის“ (Forza Nuova) რამდენიმე ასეული მხარდამჭერი რომის ცენტრში ხელისუფლების მეირ გამოცხადებული კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიკრიბა დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად.

 

აქციის მონაწილეებმა პოლიციას ბოთლები ესროლეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულები.

 

იტალიის ლაციოს რეგიონში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო კომენდანტის საათია გამოცხადებული, რომელიც შუაღამიდან დილის ხუთ საათამდე მოქმედებს.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი, 19 644 შემთხვევა გამოვლინდა. ხელისუფლება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს, მათ შორს ბარებისა და რესტორნების დაკეტვას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner