logo_geo
eng_logo
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
- +

20 თებერვალი. 2021. 15:17

 

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

ამასთანავე, სასამართლომ გამოაკლო სასჯელის ვადას თვენახევარი, რომელიც ნავალნიმ შინაპატიმრობაში 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე გაატარა.

 

შესაბამისად, ნავალნიმ ციხეში 2 წელი, 6 თვე და 2 კვირა უნდა გაატაროს და 2023 წლის ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გათავისუფლდება.

 

2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner