logo_geo
eng_logo
სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა
- +

21 ივნისი. 2021. 10:38

 

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა., „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92 % მიიღო.

 

მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“ იკავებს, რომელმაც 5.23% მიიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner