logo_geo
eng_logo
„Financial Times“: დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა
- +

22 თებერვალი. 2016. 12:42



„Financial Times"-ის იფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიების ნახევარი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა. მედიის ცნობით, 100 ყველაზე მსხვილი კომპანიის ლიდერები დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლას ეწინააღმდეგება.


გამოცემა წერს, რომ კომპანიის ლიდერები 23 თებერვალს ერთობლივი წერილის გავრცელებას აპირებენ, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება „უფრო ძლიერი, დაცული და აყვავებული" რეფორმირებულ ევროკავშირში.



ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი გამოვიდა ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს, რომელიც ივნისში გაიმართება.






 

right_banner
არქივი
right_banner