reportiori.ge - ვიქტორ დოლიძე: მე ხომ ვერ გადავწყვეტ? ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 04 ივლისი, 2022. 12:15
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე: მე ხომ ვერ გადავწყვეტ? ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს!
ავტორი: ანა ნოდია
12 ივნისი, 2015. 17:56


„კაბელების საქმეზე" „თავისუფალი დემოკრატები" სამართლიანობის აღდგენას ითხოვთ.  ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად რამდენად შეიტანეთ წვლილი სამართლიანობის აღდგენის პროცესში?" - რეპორტიორის ამ შეკითხვას „თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე პასუხობს:

 

„ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გავმიჯნოთ და გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ის, რომ ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა და სხვები დამნაშავეები არიან და ციხეში იმყოფებიან - აბსოლუტურად სხვა თემაა. არავის ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ან სხვა ხელისუფლების პირობებში თუკი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, ის, რა თქმა უნდა, ციხეში უნდა იჯდეს. ჩვენ ყოველთვის გვიწევდა საუბარი, ევროპარლამენტში თუ ბრიუსელში ყოფნის დროს, კოლეგებთან, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და მიმდინარეობს გამოძიება. რომ, ჯობდა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულიყო კომენტარები, ეს ხალხი იმსახურებდა თუ არა ციხეს. ახლაც ვადასტურებ, ეს არის პროცესი, რომელსაც წერტილს საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსვამს.

 

ზოგადად, არ არის კარგი, როცა სასამართლო გადაწყვეტილებებზე კეთდება კომენტარები, რადგან ასეა თუ ისე, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს პროცესების მიმდინარეობაზე. ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკურად შეთითხნილი საქმე და წინა ხელისუფლების დანაშაულებები, თუკი აქვთ მათ დანაშაულები (არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვეს) - არის სხვადასხვა საქმე. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.

 

ცუდი, იცით, რა არის? პროკურატურამ იქამდეც ვერ მიიყვანა საქმეები, რომ ამდენს ალაპარაკებენ იმათ, ვინც ციხეში სხედან! ამბობენ, რომ არ უმტკიცდებათ ბრალი. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ახალაია დამნაშავეა, თუმცა რამდენიმე საქმეში არ დაუმტკიცდა ბრალი, რამდენიმეში გაამართლეს... მე ხომ ვერ გადავწყვეტ? ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს!" - აცხადებს დოლიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016