logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: ადვოკატ-დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე სააკაშვილ-ბოკერიასთან ერთად დეპუტატი ვერ გახდება
- +

3 ივნისი. 2019. 16:13

 

„100%-იანი გარანტიით, ვერც მთაწმინდაზე და ვერც საქართველოს ნებისმიერ საარჩევნო ოლქში ის უკვე სააკაშვილ-ბოკერიასთან დეპუტატი ვერ გახდება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ჩვენს საზოგადოებას ახსოვს და მუდამ ემახსოვრება: სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე, სულხან მოლაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ახლა უკვე სააკაშვილ-ბოკერია-შავგულიძის ე.წ. გუნდმა წამებით დახოცა:

 

„სინდისი და პოლიტიკა“

 

„შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლების, ჩემი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ოპონენტი იყო იმ საქმეში, რომელიც იმ გუნდის ყველაზე დიდი სირცხვილია, რომელსაც მე წარმოვადგენდი. ყველაზე მძიმე პოლიტიკური დანაშაული და სირცხვილი“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

 

იშვიათი, მაგრამ იძულებითი აღიარებაა, რომელსაც შესწორება სჭირდება. მსგავსი უმძიმესი და სამარცხვინო დანაშაული ამ ბატონის ე.წ. გუნდს უამრავი აქვს ჩადენილი. უბრალოდ, მათი სხვა მრავალი მსხვერპლისგან განსხვავებით, სანდროს დედა საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა ამ უბინძურესი რეჟიმის წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება ბატონ ადვოკატ-დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს, 100%-იანი გარანტიით ვერც მთაწმინდაზე და ვერც საქართველოს ნებისმიერ საარჩევნო ოლქში ის უკვე სააკაშვილ-ბოკერიასთან თუ სხვასთან ერთად, დეპუტატი ვერ გახდება.

 

ჩვენს საზოგადოებას ახსოვს და მუდამ ემახსოვრება: სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე, სულხან მოლაშვილი და ყველა ის ადამიანი, რომლებიც ახლა უკვე სააკაშვილ-ბოკერია-შავგულიძის ე.წ. გუნდმა წამებით დახოცა. ხელისუფლებას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: ყველა დამნაშავის დასჯის საქმე ბოლომდე მიიყვანოს“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.  

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×