logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: გაერო-ს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკაზე
- +

5 ივნისი. 2019. 15:11

 

 

პარლამენტარი ზაზა გაბუნია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

 

„გაერო-ს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების და ქართული დიპლომატიის გამარჯვებაა ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკაზე და დიპლომატიურ ხრიკებზე, ამ კონკრეტულ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საბრძოლო ველზე.

 

აქტიური სამუშაო ჩატარდა გაეროს რეზოლუციაზე სახელმწიფოთა მხრიდან მხარდაჭერის მოსაპოვებლად და აღნიშნული რეზოლუციის არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოსთან ერთად, რეზოლუციის ინიციატორი გაერო-ს 40-ზე მეტი წევრი ქვეყანაა, რაც დოკუმენტს მათ კუთვნილებადაც აქცევს და ეს საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 

რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა კიდევ ერთხელ მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებზე და რეზოლუციის მიღება, არის მკაფიო და საქმიანი პასუხი ოპოზიციის სპეკულაციებზე, საქართველოს რადარებიდან თითქოს გაქრობის თაობაზე.

 

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, განამტკიცებს დევნილთა უფლებას, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად. ასევე, ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

 

ამასთან, რეზოლუცია აღნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას,“ - წერს ზაზა გაბუნია.

 

 

აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ დევნილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის მისიის წარმომადგენელმა განაცხადა.

 

ამერიკელი დიპლომატის თქმით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და აშშ მუდმივად მუშაობს გაეროსთან საკითხის მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner