logo_geo
eng_logo
“რუსთავი 2-ის” შენობასთან ხალხი იკრიბება
- +

8 ივლისი. 2019. 01:16

 

ამ წუთებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” შენობასთან ხალხი იკრიბება. აქციის მონაწილეები, პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გინებას აპროტესტებენ.

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელის ე.წ Live- ში აჩვენებს “რუსთავი 2-ის” შენობასთან მიმდინარე აქციას.

 

აქციის მონაწილეები, გიორგი გაბუნიას შენობიდან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათი თქმით, ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, რადგანაც საქართველო, რუსეთში მცხოვრები ქართველები და ოკუპაციის ხაზთან მაცხოვრებლები დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner