logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცები და მათი დამქაშები ცდილობენ, რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ საქართველოში
- +

9 ივლისი. 2019. 17:53

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სანქციებს აფასებს და წერს, რომ ამ დღეებში მიმდინარე პროცესები, უკვე ცალსახად, საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გახდა.

 

მისი თქმით, ნაცებმა და მათთან ასოცირებულებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, კვლავ ცდილობენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ.

 

„ამ დღეებში მიმდინარე პროცესები, უკვე ცალსახად საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გახდა: შემცირდა ლარის ღირებულება და ქვეყნის შიდა პროდუქტი (2%), საკურორტო სეზონი ჩავარდნის პირასაა, შემცირდა ტურისტებისა და ინვესტიციების რაოდენობა.

 

აქციები, რომლებიც ანტისაოკუპაციო და ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებითა შეფუთული, რეალურად ნაციონალებისა და ევრონაცების ლიდერების (ბოკერია, სააკაშვილი, გვარამია, გაბუნია) ხელშეწყობითა და ხელმძღვანელობით იმართება. ვითომ ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით ცდილობენ დაძაბულობის მუხტის შენარჩუნებას, ბაქიბუქობენ ტელეეკრანიდან, ფრონტის ხაზიდან გაქცევა კარგად ეხერხებათ (გავიხსენოთ 2008 წელი, როგორ შეატოვეს მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის ჯარს, როგორ მიატოვეს ჯარისკაცების ცხედრები...), მიტინგებიდანაც მშვენივრად იპარებიან, როგორც კი საფრთხეს ხედავენ (იქნებ ვინმემ ნახა ერთი ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც მიტინგის ღამეს თუნდაც თეთრი პერანგი ჰქონოდა დასვრილი?).

 

იმ დროს, როცა ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს, ნაცები და მათი დამქაშები ცდილობენ, რუსი ტურისტების ნაცვლად რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ საქართველოში. ნაცებმა და მათთან ასოცირებულებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, კვლავ ცდილობენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეცვალონ.

 

საჭიროა, ყველამ გონებას მოუხმოთ, ემოციები დავიოკოთ და გავიაზროთ, რა პროცესების პროვოცირებას ცდილობენ რადიკალური ძალები და დასკვნები გამოვიტანოთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner