logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: ვულოცავ სრულიად საქართველოს ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას!
- +

18 ივლისი. 2019. 14:51

ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება და სრულიად საქართველოს ულოცავს ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებებს!

 

„ვულოცავ სრულიად საქართველოს, ევროსასამართლოს ამ სამართლიან გადაწყვეტილებას! ასევე ვაზაგაშვილების ოჯახს. დიდი ტკივილით მინდა ბატონ იურის მივულოცო, რომ მისი ბრძოლა, რომელსაც სიცოცხლე შესწირა, დღეს გამარჯვებით დასრულდა. იმედი მაქვს, ასევე დასრულდება ყველა ის უსამართლობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, თავის განაყოფ, ევრონაცებთან ერთად ახორციელებს ჩვენს ქვეყანაზე და მიეცემა ქვეყანას სიმშვიდისა და განვითარების საშუალება, ბოლოს და ბოლოს“,- წერს ია მეტრეველი facebook-ის საკუთარ გვერდზე.

 

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულსა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილების საქმეებზე გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. სასამართლომ ვაზაგაშვილების სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner