logo_geo
eng_logo
შოთა ფალავანდიშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს: უმადურობა და ყველაფრის დავიწყება, ჟურნალისტების ვალუტად გამოყენება...
- +

29 აგვისტო. 2019. 00:26

 

ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ მაუწყებლობას 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „იბერიას“ შენობიდან დაიწყებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამას უარყოფითი შეფასება მოჰყვა „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლების მხრიდან.

 

ჟურნალისტი შოთა ფალავანდიშვილი სოციალურ ქსელში „იბერიას“ მფლობელების გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნატო ჩხეიძეს და ზაზა ოქუაშვილს, „იბერიიდან“ გაუფრთხილებლად გაშვებული 200-ზე მეტი თანამშრომლისთვის კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. ჟურნალისტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

200-ზე მეტი თანამშრომლისთვის დღემდე გადაუხდელი კომპენსაცია. გაუფრთხილებლად, იმ ადამიანების სახლებში გაყრა, ვინც თავისუფალი სიტყვის იდეისთვის გულწრფელად იბრძოდნენ ( რაც თურმე მეპატრონეს ეკიდა)უმადურობა და ყველაფრის დავიწყება ჟურნალისტების ვალუტად გამოყენება თაღლითობა და ტყუილი კიდევ რამდენი რამ ჩამოვთვალო - ეს ზაზა ოქუაშვილი და ნატო ჩხეიძეა.

 

ამ დროს მათი საუკეთესო პარტნიორებად და ქართული დემოკრატიის აკვნის დამრწევებად გამოცხადება უხერხულია (მინიმუმ).

 

ამის შემდეგ, მგონი, არასწორია სხვას მორალი უკითხო და რომელიმე ჟურნალისტის არჩევანი აკრიტიკო (ან დაამუნათო ყველა ვინც შენთან არაა).

 

პ.ს. ღმერთმანი, ბევრი ვინც ჩემი ყოფილი სამსახურის ეზოში დაგინახეთ, მეგობრები ხართ და წარმატებასაც გისურვებთ, მაგრამ ეზოში ყავას რომ დალევთ, გახსოვდეთ, ამ ქონების მეპატრონეებმა თქვენი კოლეგები ისე დატოვეს გარეთ უპატრონოდ, გაფრთხილებითაც კი არავინ გაუფრთხილებიათ.

 

პ.პ.ს. ხო, სამონტაჟოებში უჰაერობაა, მართლა“, - წერს შოთა ფალავანდიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner