logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ასეთ ბოდვას მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ნაცსექტისგან თუ მოისმენთ!
- +

18 დეკემბერი. 2019. 12:22

 

„ერთი პარტია მეორე პარტიისგან მოითხოვს, რომ მისი წევრი გარიცხოს პარტიიდან და გააგდოს საკრებულოდან! ასეთ ბოდვას მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ ნაცსექტისგან თუ მოისმენთ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბოდნო მძინარაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერეკლე კუხიანიძეს თავისი აზრი აქვს, - ეთანხმები თუ არა, ეს სხვა საკითხია!

მაგრამ დეპუტატის „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვას და საკრებულოდან გაგდებას ვინ ეკითხება ნაცსექტას?!

არავინ!

აღარც კანონი არსებობს და აღარც რეგლამენტი?!

როდემდე უნდა იცხოვროთ ნაცსექტის დღის წესრიგით?!

საკრებულოს შენობა არ არის სახელმწიფო დაწესებულება?!

უნდა გამოყარონ ეს მოძალადე უცხო ხალხი და საკრებულოს დეპუტატებმა იმსჯელონ საკითხზე!“ - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner