logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: კალოშგამოცვლილი ჟურნალისტები მაშინ სად იყავით, სად?!
- +

13 თებერვალი. 2020. 14:56

 

 

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისა, შენადა...

მე რომ თაკო ფხაკაძესთან კონფლიქტი მომივიდა (მე და თაკო 6 წლის მერე შევრიგდით და დღეს არანაირი პრეტენზია ერთმანეთთან არ გვაქვს, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანთანაც „სტროგად“ პროფესიული თამასა გვაქვს შეყუდებული და „დასტოინად“ მიგვაქვს) და მერე მოდულის შენობაში, „Без права переписки“ მაყურყუტეთ, აქ მოლაყლაყე, „ბეზ პიწი მინუტ“ კალოშგამოცვლილი, გაზულუქებული, ვითომ ჟურნალისტები რომ ღვრით მარილიან სითხეებს, მაშინ სად იყავით, სად?! მოროშკინა 15-წლიანზე რომ გაიმეტეთ? „კსტაწი“, ახალი წელი მოდიოდა და ჩემი შვილები, ძალაგამოლეულ, მოდულის დილეგში ჩაგდებულ მოშიმშილე, 40-სიცხიან დედასთან კომუნიკაციასაც ვერ ახერხებდნენ!

მე მახსოვს!!!

ჩემს ოჯახს ახსოვს!!!

ქვეყანას ახსოვს!!!

ფრთხილად!!!

სულ ასეთი ფაფუკი კი არ ვარ!!!

თქვენს კისერზეც მოვა „გაზაფხული“.

...იმ წელს ნაძვის ხე ვერ დავდგით“, - წერს მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner