logo_geo
eng_logo
დავით ტყემალაძე: ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ
- +

14 მაისი. 2020. 19:58

 

 

„სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებული მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია. ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში“, -ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სწორი სახელმწიფო და დარგობრივი პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის  ბევრი ახალი, რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტისა და ყურძნის მოსავლის რაოდენობა. ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არათუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ.

 

სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებული მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია. ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში, მაგრამ ეს განცხადება ამჯერად მეტისმეტად უსუსური ტყუილი და აცდენილია ფაქტებს.

 

რეალურად:

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი წონის ერთეულზე 2019 წელს 3 დოლარს 18 ცენტს შეადგენს (3.18$).

 

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აღემატება მაგალითად ესპანეთის, აშშ-ის, ჩილეს, ავსტრალიის, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, გერმანიის, ანუ  _ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების  უმრავლესობის მაჩვენებელს, ამასთან -18 ცენტით ჩამორჩება იტალიის საშუალო საექსპორტო ფასს და მხოლოდ 4 დოლარით 19 ცენტით ჩამორჩება ფრანგული ღვინის საშუალო ღირებულებას.

 

შედარებისათვის:

ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 7 დოლარი და 36 ცენტია(7.36$)

იტალიური ღვინის - 3.36$

ესპანეთი - 1.39$

ავსტრალია-2.74$

ჩილე-1.62$

აშშ-3.9$

ახალი ზელანდია - 3.09$

გერმანია-3.03$

პორტუგალია- 3.09$

არგენტინა -2.6$

სამხრეთ აფრიკა- 1.6$

ნიდერლანდები- 5.78$

ავსტრია- 3.43$

საქართველო - 3.18$“, - წერს დავით ტყემალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner