logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ლელომ“ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო - ნული თეთრი!
- +

14 აგვისტო. 2020. 13:20

 

 

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ვაკის ოლქში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატად, ლევან კობერიძის დასახელების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, „ლელომ“ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო.

 

„პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას პატივს თუ არ სცემს, არც თქვენ გცემთ პატივს - ეგ გაითვალისწინეთ. „ლელომ“ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო - ნული თეთრი“, - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი, რომელმაც მედიასაშუალების რედაქტორის პოსტი დროებით დატოვა და ქმრის, გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner