logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ბაქრაძემ აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ ხმა მისცა საქართველოს მიერ ომის დაწყების რეზოლუციას
- +

15 აგვისტო. 2020. 19:16

 

 

„ირაკლი იმნაიშვილმა ფანტასტიურად წაიყვანა მთელი ინტერვიუ. ბაქრაძე კი უსუსტესი და ამორალური პოლიტიკოსია. ეს შთაბეჭდილება დამრჩა“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დავით ბაქრაძის ინტერვიუს ვუყურე,  გუშინდელ რუსთავი-2-ის ეთერში.

 

ირაკლი იმნაიშვილმა ფანტასტიურად წაიყვანა მთელი ინტერვიუ. ბაქრაძე კი უსუსტესი და ამორალური პოლიტიკოსია. ეს შთაბეჭდილება დამრჩა.

 

მან აღიარა, რომ საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში ხმა მისცა რეზოლუციას, სადაც აღიარებულია საქართველს მიერ ომის დაწყება, ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა, კასეტური ბომბების გამოყენება და სხვა.

 

პრაქტიკულად, "ნაცებმა" საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ოკუპაცია კი, ომის შედეგია. შესაბამისად, მარტო ომის დაწყება კი არ დააბრალეს საკუთარ ქვეყანას, ოკუპაციაში დამნაშავედაც საქართველო გამოიყვანეს.

 

თუმცა, საკმაოდ ვრელ ინტევიუში მან უამრავ სხვა თემაზე ისაუბრა, რომელიც მას პირადად და მაშინდელ სისტემას  უკიდურესად მძიმე ფერებში ხატავს...

 

დიდი თემაა ძაან, უფრო ვრცლად ორშაბათს დავწერ...“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner