logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ტირის ვანგა! ტირის ავლიპ ზურაბიშვილი! ტირის თვით NATO!
- +

2 მარტი. 2016. 12:33


„მოკლედ, თინა გამყალბებლოვა დედამიწის ღერძია. რომ არა ის, კაცობრიობა წაიქცეოდა", - კომენტარს „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:


„გამყალბებლოვამ ყველაფერი იცის. ისიც კი, რა შედეგით დასრულდება გამოძიება. ტირის ვანგა!

მას ებრძვის პუტინი, მას ებრძვის ივანოვიც, ალბათ... მას ებრძვის მედვედევი და პატრუშევი. ღამე არ სძინავთ,- დავით კომუნისტინი და თინა გამყალბებლოვა როგორ გავანადგუროთო. ტირის ავლიპ ზურაბიშვილი!

გამყალბებლოვას განადგურების გეგმაში ჩართულია ყველა, ვინც NATO-ზე ოდნავ მაინც სკეპტიკურ მოსაზრებას გამოთქვამს: აპატურაი, ობამა, მერკელი, ოლანდი... და გოგი თოფაძე.

ტირის თვით NATO! გამყალბებლოვამ ბრძანა,- NATO-ც მე ვარო...

და ბოლოს, ალასანიასგან განსხვავებით, მას არ უმტყუნებს ნერვები, რომელმაც დიდიხნია უმტყუნა.

და ის ხელს არ გაუშვებს ივანიშვილს, რომლისთვისაც, თურმე, რესპუბლიკური პარტია ყოფილა პარტია ნომერი 1. იმედი მაქვს, ივანიშვილს რესპუბლიკური პარტიის წესდება წაკითხული აქვს.

ის ცდილობს, დარჩეს დირექტორად, დირექტორად და დირექტორად...

ხოლო მე, რომელიც არც დირექტორი ვარ, არც სამყაროს ცენტრი, არც NATO და გაბრწყინებამდეც ბევრი მაკლია, ვუმეორებ გამყალბებლოვას: მოგტყდება ეგ სქელი რქები", - წერს ირმა ინაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×