logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მარგველაშვილო, შენ დაასრულებ ისე, როგორც ჩაუშესკუმ დაასრულა!
- +

9 აგვისტო. 2016. 23:57


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს:


მარგველაშვილო შენ დაასრულებ ისე როგორც ჩაუშესკუმ დაასრულა!

 ქართველი ხალხი გაგასამართლებს შენ და შენს გარშემო შეკრებილ სამშობლოს მტრებს."- წერს მჟავანაძე.


 

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება", - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.


საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: - "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?".


ცესკო-ს განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკო-ში 13 მაისს შევიდა.


"მათ მიერ მოთხოვნილი იყო სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარება. კანონმდებლობა ითვალისწინებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის ფორმულირების დაზუსტებას. 12 ივნისს სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ დაზუსტებული იყო აღნიშნული საკითხი - მათ მიერ კითხვის ფორმულირება დარჩა უცვლელი. ამის შემდეგ საკითხი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რეგისტრაციაში გატარდა. შემდგომში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს", - განმარტავენ ცესკო-ში.


 

right_banner
არქივი
right_banner