logo_geo
eng_logo
„ყველა „ქინძიონალმა" უნდა დაიჩოქოს ირინა ენუქიძის საფლავთან და ითხოვოს პატიება!"
- +

9 იანვარი. 2017. 20:32


 


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვაღიარებ, ჰო, თუ საჭირო გახდება, გამოძიებას ჩვენებასაც მივცემ, ნუ ჩამქოლავთ, სხვა გზა არ მქონდა... ეს მე ვიყავი, ეს მე დავშალე "ნაციონალური მოძრაობა" და ვუწოდე მას „ქინძიონალური მოძრაობა!" - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.

 

„დიახ, ეს მე გადავკიდე ერთმანეთს ბოკერია და სააკა, ბობოხიძე და მელია, მელია და რატიანი, დარჩიაშვილი და დანარჩენები, ბაქრაძე და იმანოები!

 

მე გამოვუშვი გიგილო ციხიდან, რათა უფრო მაგრად გავაჟუჟინო ერთმანეთი. ჯერ სად ხართ? მაგათ ოფისი უნდა დავანგრევინო საკუთარი ხელით და საპარლამენტო მანდატებიც დავახევინო, ასევე საკუთარი ხელით!

 

აჰა, ყველაფერი ვაღიარე, ახლა შეგიძლიათ დამაპატიმროთ. მაინც არ მოვისვენებ, დავაჭმევინებ ერთმანეთს. იძახით, სამართლიანობა ვერ აღდგაო. დაიცადეთ, ციხეში ამათი ჩაყრა ბაირამობაა, იქ ისეთი პირობებია, თავები მაკედონელები, ნაპოლეონები და აღმაშენებლები ჰგონიათ!

 

რა მიზანი მაქვს? დიდი არაფერი, ყველა „ქინძიონალმა" უნდა დაიჩოქოს ირინა ენუქიძის საფლავთან და ითხოვოს პატიება!", - წერს ზედელაშვილი.


 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner