logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია უნდა გაუშვათ ციხიდან!
- +

18 ოქტომბერი. 2017. 18:00


„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია უნდა გაუშვათ ციხიდან! განცხადებების გამო ამ ორი პიროვნების დაკავება არ არის სწორი და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს! საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პროკურატურა - მოგმართავთ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა! მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი უკანონო პატიმრობა და არც ერთ ადამიანს არ ვუსურვებ ამ უსამართლობის შეგრძნებას, რომელსაც ვერცერთი ბოდიში და კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს! დამიჯერეთ, არ არიან ესენი დამნაშავეები! ნუ გაიმეორებთ „ნაცმოძრაობის" დანაშაულს! მიუხედავად ირაკლი ჩხვირკიასთან ჩემი დაპირისპირებისა და ანტიპათიისა, კიდევ ერთხელ მოვითხოვ - გაათავისუფლეთ ეს ადამიანები!!!

 

თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ დააკავეთ მთელი „ნაცმოძრაობა", რომლებიც აღნიშნავდნენ ბათუმის მოვლენებს და რევოლუციის დაწყებას აანონსებდნენ! ნუ დაემსგავსებით „ნაცმოძრაობას"! გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია, თქვენ კარგად გამიგებთ, იმიტომ რომ ადამიანის უფლებები თქვენთვის უპირველესია!" - წერს გაბედავა.


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner