logo_geo
eng_logo
გიორგი ჩოგოვაძე: ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა, რომ ვთქვა...
- +

15 მაისი. 2018. 20:34

 

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა, რომ ვთქვა:

 

  1. არა ნარკოტიკს! იმისდა მიუხედავად, როგორ „შევამსუბუქებთ“, ყველანაირი ნარკოტიკი (საკლუბო, მსუბუქი, და ა.შ.) არის ნარკოტიკი და შესაბამისად დამაზიანებელი/დამყუპველი!

 

  1. არა ნარკოტიკის პროპაგანდას! დაუშვებელია ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმისა, რაც ახალისებს და, შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში.

 

  1. გულითადი თხოვნა ჩემს დებთან და ძმებთან: როდესაც ვინმეს მოუყვებით, ,,მსუბუქი“ ნარკოტიკების ქვეშ როგორი ,,სასწაული“დრო ატარეთ ბერლინის თუ თბილისის კლუბებში, მიმოიხედეთ, ვინმე ახალგაზრდა ან ბავშვი ხომ არ გისმენთ და გიყურებთ?“ - წერს გიორგი ჩოგოვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner