logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: რა სიკეთეები მივიღეთ 2012 წლის მერე და რა არ გაკეთდა...
- +

20 ივნისი. 2018. 03:14

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„რა სიკეთეები მივიღეთ 2012 წლის მერე, რა გაკეთდა, ეს ისე რომ იცოდეთ და დაიზეპიროთ დებატებში წამსვლელებმა, მე არ უნდა ვწერდე ამას, მაგრამ ამოვიდა ამდენი უვიცობა ყელში! პირველ რიგში ციხე დაემსგავსა სანატორიუმს, არ ცემენ, არ კლავენ, ერთ საკანში არ წევს 55 კაცი, არ აჭმევენ სალაფავს, ადამიანებად გრძნობენ თავს, მუშაობენ, ფულს გამოიმუშავებენ, უგზავნიან ოჯახის წევრებს, დაწესდა გრძელვადიანი პაემნები, აქვთ უფლება ნახონ ოჯახის წევრები, აქვთ დარეკვის უფლება, რაც წარმოუდგენელი იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს!

 

მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა ევროპაში, თავისუფალი ეკონომიკური ზონა, შეიქმნა მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი პროექტები რომელთაც ნახევრად ან სრულად აფინანსებს „აწარმოე საქართველო“...

 

C ჰეპატიტისგან განიკურნა 45 ათასი ადამიანი, რომლებიც ამას ვერასდროს შეძლებდნენ, დაზღვევის პროგრამა, რომელიც ხშირად მთლიანად ან ნაწილობრივ აფინანსებს ოპერაციებს, სახლის გაყიდვა არ უწევთ ამისთვის ავადმყოფის ოჯახის წევრებს, ქვეყნისთვის სასარგებლო უამრავი პროექტი განხორციელდა, აშენდა ჰესები, გარდაბანში აშენდა 230 მგვტ თბოსადგური, შენდება ასეთივე მეორე, ენერგოუსაფრთხებისთვის მნიშვნელოვანი საუკუნის პროექტი გაზსაცავი, რომელსაც ნავთობის და გაზის კორპორაცია ახორციელებს, ამ კორპორაციის მოგებამ წელს 240 მილიონი შეადგინა, როცა სააკაშვილის რეჟიმის დროს 50 მილიონი იყო მისი მოგება!

 

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ინიციატივით შეიქმნა ,,სოლიდარობის ფონდი“, რომელმაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული უამრავი ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს, ეს მცირე ჩამონათვალია რაც გაკეთდა, ის რაც არ გაკეთდა: უნდა მიიღონ ცილისწამების კანონი, არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, ბანკის საკრედიტო პროცენტები უნდა განახევრდეს, უნდა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილები! და მერე გვექნება კარგი ქვეყანა!“- წერს ჯღარკავა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner