logo_geo
eng_logo
დავით ახრახაძე: პრეზიდენტი ხარ თუ „ტამბოვსკი ვოლკი“?
- +

6 ივლისი. 2018. 17:28

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„1. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლა 23 წლის ზურა ტარყაშვილი. საქმე არ გამოიძიეს ბოლომდე.

 

  1. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა დაჭრა ბაჩო სირაძე. საქმე არ გამოუძიებიათ.

 

  1. პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა ბრალდებული იყო მკვლელობისთვის. ორმა ინსტანციამ მიუსაჯა, თუმცა, ბოლოს, საქმე გაწელეს და მარგველაშვილის დაქალმა ნინო გვენეტაძემ გაამართლა.

 

  1. პრეზიდენტის სიძის მეგობარმა ახლახან ესროლა პოლიციელს შატბერაშვილზე. საქმე არ გამოუძიებიათ. ვინაობაც არ გაამხილეს.

 

  1. პრეზიდენტის ცოლისძმამ და მისმა მეგობარმა ლესელიძეზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაიჭირეს, მიუსაჯეს, მაგრამ მარგველაშვილმა შეიწყალა.

 

  1. პრეზიდენტის ცოლისძმა დღეს ნარკოტიკზე და იარაღზეა დაჭერილი (მეოთხე ნასამართლობა).

 

  1. პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური წინა წელს ნარკოტიკების „პერედოზიროვკით“ მიიყვანეს საავადმყოფოში.

 

  1. პრეზიდენტმა შეიწყალა ახლობელი მკვლელები, რომელთა ნაწილმა შეწყალების შემდეგ ისევ მოკლა ადამიანი (ოქრიკა).

 

  1. პრეზიდენტი აპირებს შეიწყალოს კიდევ ერთი მკვლელი, ოჯახის წევრების ხათრით.

 

  1. ცოტა ხნის წინ დაჭრეს პრეზიდენტის სიძე გოგოჭური და მისი, 18 აბი „სუბოტექსისთვის“ დაკავებული მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი. საქმე ისევ არ გამოუძიებიათ.

 

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა: პრეზიდენტის ოჯახს დევნიან და ავიწროვებენ ვითომ?” - წერს დავით ახრახაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner