logo_geo
eng_logo
იუნა შაფათავა: მახინჯი ფაქტი!
- +

8 ივლისი. 2018. 23:04

 

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გძულდეს ერი- ნაციზმი და შოვინიზმია.

ებრაელები გაზის კამერებში ჟლიტეს. მაგრამ გერმანელებს არ აგინებენ. არც სხვას. ბოლოს და ბოლოს ფაშიზმი ერთად დავამარცხეთ.

მე ვამაყობ ჩემი რუსული სისხლით, პირდაპირობით, გახსნილობით, სიმართლის სიყვარულით, პირში მთქმელობით რომ გამოირჩევა.

თქვენ გძულთ რუსები და ეფერებით მკვლელ ნაცისტებს.

გუშინ პირველად ვუსმინე ფეხბურთს, ვერ ვუყურე და გამიტყდა, მაგრად, რომ წააგეს.

სამაგალითო წაგება იყო, ბოლომდე ბრძოლით.

თქვენ? ვის ებრძვით თქვენ? საკუთარ გაყიდულ კარს სულში?

ყველაზე სამარცხვინო დროა საქართველოში და დრო ამას დაწერს მკვლელების და ფაშისტების ფერების.

ვის ებრძვით, როცა მკვლელი გყავთ სულში.

რუსეთის წაგება კი არ უნდა გიხაროდეთ, ჩვენი გუნდი უნდა გავქაჩოთ და ვეფეროთ, რომ მსოფლიოზე დადგეს.

თქვენ კი აგინებთ საკუთარს და სხვისი წაგება გიხარიათ.

მახინჯი ფაქტი“, - წერს შაფათავა.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner