logo_geo
eng_logo
ვახტანგ შაქარიშვილი: ქართული კლასიკა უკვდავია!
- +

11 ივლისი. 2018. 12:26

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ევროპარლამენტში ცხოვრობდა ერთი სახალხო კაცი - ჯოზეფ დოლი და საქართველოში ჰყავდა ორი შვილი, „ნაცები“ და „ბოკერნაცები“. ორივე ძლიერ უყვარდა, არც კი არჩევდა ერთმანეთისგან. იგრძნო რა მოახლოებული სიკვდილი, ორივე შვილი თავისთან იხმო და მათ ისრების მიტანა სთხოვა. აიღო ჯოზეფმა ისრების კონა, ძლიერ ეცადა, გადაეტეხა, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ მან სცადა, თითო-თითოდ გადაეტეხა ისრები, ეს კი, ადვილად შეძლო. ბოლოს მან შვილებს შეაგონა: „თუ იქნებით ერთად, მტერი ვერ მოგერევათ, ხოლო თუ დაშორდებით, მტერი ადვილად გადაგტეხავთ, აი, როგორც მე ეს ისრები გადავტეხე სათითაოდ“, - უთხრა მან, დაბზრიალდა გორგოლაჭებიან სკამზე და რუსული „სპიჩკით“ ამერიკულ თამბაქოს გაუკიდა.

 

P.S. განუყრელი ძმები გაუდგნენ გზას და ფიქრობდნენ, ერთი ამის ისრების დედაც ვატირე, კეზერას დაებაზროს, მაყუთი გააძრობინოსო...

 

ქართული კლასიკა უკვდავია!“ - წერს შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner