logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვაშაძის ნატვრას ასრულება არ უწერია...
- +

29 ივლისი. 2018. 13:39

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პირველ ფოტოზე თქვენ ხედავთ ცალკეული ინდივიდების მიერ „ბრწყინვალე დიპლომატად“ შერაცხულ გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო მეორე ფოტოზე მართლაც ბრწყინვალე დიპლომატი იოახიმ ფონ რიბენტროპია.

 

რაც შეეხება გვარიშვილობას და ოჯახიშვილობას, გრიგოლ ვაშაძისგან განსხვავებით რიბენტროპის სრული სახელი ასეთია: ულრიხ ფრიდრიხ ვილი იოახიმ ფონ რიბენტროპი.

 

გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2008 წლის 6 დეკემბრიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე. (დღეს მოვისმინე ერთ-ერთი ტელევიზიით "ბრწყინვალე პუბლიცისტის" სიტყვები: "არ გახსოვთ, რომ იგი გაანთავისუფლეს მინისტრობიდან?" "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მთავრობის მინისტრს ვინ დატოვებდა?! მაგრამ პუბლიცისტი იმას გულისხმობდა, რომ ვაშაძე სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა და სულ ერთი წელი იყო მინისტრი, შემდეგ კი გაათავისუფლესო. სააკაშვილთან დაპირისპირებული ვაშაძე წარმოიდგინეთ?! რა გაცინებთ?!

 

იოახიმ ფონ რიბენტროპი ნაცისტური გერმანიის გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1938-1945 წლებში. მართლაც ბრწყინვალე დიპლომატი, მაგრამ, რად გინდა, ბოროტების სამსახურში ჩადგა ვაშაძესავით.

 

ამ თემას მალე მივუბრუნდები. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რიბენტროპი ნიურნბერგის პროცესის მთავარ დამნაშავეთა სიაში მოხვდა. 218-დღიანი გამოძიების პერიოდში რიბენტროპს არ გამოუვლენია არავითარი სინანულის გრძნობა და 1946 წლის 1 ოქტომბერს მოკავშირეთა სამხედრო ტრიბუნალმა მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. განაჩენი შესრულდა ნიურნბერგის ციხეში 1946 წლის 16 ოქტომბერს.

 

გრიგოლ ვაშაძის დასჯას არავინ ითხოვს, მით უმეტეს, - სიკვდილით დასჯას, მაგრამ ვაშაძეს ბრწყინვალე დიპლომატიასთან და რიბენტროპთან მხოლოდ ის აქვს საერთო, რომ ესეც ამაყობს ბოროტების სამსახურში დგომით!

 

რიბენტროპის ბოლო სიტყვები იყო: „ღმერთო დაიცავი გერმანია. ჩემი უკანასკნელი სურვილია შენარჩუნებულ იქნას გერმანიის ერთიანობა და აღმოსავლეთსა და დასვლეთს შორის ურთიერთგაგებით მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს.“ (გერმ. Gott schütze Deutschland. Mein letzter Wunsch ist, dass Deutschlands Einheit erhalten bleibt und die Verständigung zwischen Ost und West für den Frieden der Welt kommt.)

 

რიბენტროპის უკანასკნელი სურვილი ასრულდა და გერმანია გაერთიანდა!

 

ვაშაძის ნატვრას კი ასრულება არ უწერია: ვერასოდეს გახდება საქართველოს პრეზიდენტი - იმ საქართველოსი, რომელიც მისმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სისხლში ჩაახრჩო!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner