logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ირმა მოდი ჩემთან, როგორც ადრე, დავლიოთ ჩაი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე - ესეც გაივლის!
- +

4 ოქტომბერი. 2018. 23:47

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ეს დღეები ვფიქრობდი, დამეწერა თუ არ დამეწერა, ერთი კი ვიფიქრე არჩევანიც ეგ იყო თქვენი და კისერი გიტეხიათ-თქო, მაგრამ გულმა არ მომითმინა... ნატო ჩხეიძის იუმორისტულ, სარკაზმით სავსე ჩანახატს მინდა გამოვეხმაურო! იმდენი წელია ირმა ინაშვილს ვიცნობ, დამავიწყდა კიდეც, იმდენი კარგი მოგონება გვაქვს ერთად, რომ სევდაც კი მერევა გახსენებაზე, „ობიექტივიც“ ერთად დავაფუძნეთ 2004 წელს, რამდენი რამე გავიარეთ - ტკივილი, უფულობა, სიყვარული, ბრძოლის ჟინი, ღალატი, ერთგულება, ტალახი, მსგავსი მარაზმი, რაც დეპუტატმა ქალბატონმა ნატო ჩხეიძემ იკადრა, არავის უკადრებია! შიდა სამზარეულოც კარგად ვიცი და საგარეოც, ვერავინ დამაჯერებს, რომ თათბირები ნატოსეული სამშაბათის სექსებზე გადიოდა, ასე როგორ უნდა დაეცე დეპუტატი, ბიზნესმენი ქალბატონი, რომ იმ პარტიას ასე ჩააფურთხო სულში, რომლის სახელითაც ორი წელია პარლამენტში ხარ გაჯგიმული?! მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე 2013 წლის მერე არაფერი მაკავშირებს „ობიექტივთან“, პარტიასთან მითუმეტეს, არც მქონია შეხება... მე ჩემი ტკივილი მაქვს, მაგრამ არასდროს გარეთ არ გამომიფენია! ღორებს რომ მარგალიტებს არ უყრიან, ეს ირმა ინაშვილმა ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ ღორებიც მოიმრავლა ბოლოს და მარგალიტებიც მათთვის! მას ჩემი დარიგება დღეს არაფერში სჭირდება, მაგრამ მინდა, ვუთხრა, იმ პოლიტიკას, ირმა, რასაც დღეს აკეთებთ, ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობდა, რომელიც ბინძურმა ადამიანებმა ასე ფეხქვეშ გათელეს! ამასაც გადაიტან და როცა აღარ იქნები პოლიტიკაში, არც ვიცე-სპიკერი და არც დეპუტატი, მოდი ჩემთან, როგორც ადრე, დავსხდეთ, დავლიოთ ჩაი და დილამდე ვისაუბროთ არაფერზე! ესეც გაივლის!“ - წერს ჯღარკავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner