logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: აი, რა განსხვავებაა იმ ჯალათურ, ნაციონალურ ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის?!...
- +

7 ოქტომბერი. 2018. 21:44

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ამ წუთებში, კახა კალაძე თბილისის იმ უფროს თაობას აჯილდოვებს, საპატიო თბილისელის წოდებით, ვისაც მიხეილ სააკაშვილმა, თავის დროზე „ჩარეცხილები“ და „წითელი ინტელიგენცია“ უწოდა... აი, რა განსხვავებაა ჩემო ძვირფასებო, იმ ჯალათურ, ნაციონალურ ხელისუფლებასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის?!... ის ამცირებდა და აკნინებდა, უფროსი თაობის ღვაწლსა და დამსახურებას ქვეყნის წინაშე, ახლა კი პირიქით, აფასებენ და ულამაზებენ მხცოვან და დამსახურებულ ადამიანებს დარჩენილ სიცოცხლეს... ბრავო ქალაქის მერია, ძალიან თბილი და ლამაზი საღამო იყო... დიახ, უცვლელი და მარადიულია ჩვენი საამაყო პოეტის ბრძნული გამონათქვამი: „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა!“

ყველას, თითოეულ თქვენთაგანს, გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქეობას!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner