logo_geo
eng_logo
ელდარ ნადირაძე: გია ხუხაშვილი „დაუკრეფავში“ გადავიდა
- +

20 ნოემბერი. 2018. 18:47

 

„გია ხუხაშვილი „დაუკრეფავში“ გადავიდა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ელდარ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს. 

 

„ხუხაშვილის ფილოსოფია

სწორედ, რომ დღის ფრაზაა ბატონი გია ხუხაშვილის ეს სიტყვები: „ადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ", ამ „სიბრძნეს" გასამაგრებლად შეიძლება მოვიშველიოთ კიდევ უფრო „ბრძნული“ ფრაზა „ადამიანი არ უნდა დაიბადოს, რადგან იგი მაინც მოკვდება“.

კარგი ანალიტიკოსია ბატონი ხუხაშვილი, განათლებული კაციც ჩანს, ცდილობს, იყოს პირუთვნელი, დიდი ხანია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, პირადად მე ინტერესით ვკითხულობ მის პოსტებს, მაგრამ ამ ბოლო დროს, როგორც ჩვენს სინამდვილეში ხდება ხოლმე, უკვე გადავიდა „დაუკრეფავში“, მისმა აზრებმა იმპერატიულობა შეიძინა, მას უკვე დამართია ქართული სენი ზვაობისა: მიაჩნია, რომ მისი სიტყვა ბეჭედია ქართული პოლიტიკური მდინარების ქარტიაზე და რასაც უნდა, იმას იტყვის, აზრებს ათას წახნაგში ატრიალებს და ამის გამოა, სიტყვა ყოველთვის რომ არ უჯდება ალჩუზე.

„ქართუს“ მფლობელის გადაწყვეტილებას - ყველაზე გაჭირვებული ხალხისათვის ვალის ჩამოწერის თაობაზე - ასეთნაირად აფასებს ეკა გიგაური, ხუხაშვილის ახალი პოლიტიკური ბურჯი ალიკო ელისაშვილი და ნაციონალების კუდიანი ვარსკვლავი რომან გოცირიძე - ეს ხმელი ეკლები საქართველოს ფიზიონომიაში.

მოკლედ რომ ვთქვათ, სიკეთის ნატამალს აღარ უტოვებენ ბატონ ივანიშვილს, ყველა ღირსება ჩამოართვეს, ყველა სიკეთე გაუბიაბრუეს, ყველა მადლი დაუვიწყეს, რა სიტყვები არ ამოსდით ნაციონალთა გავეშებულ პირებს და ახლა ამას ხუხაშვილიც უკრავს კვერს??? მართალია, შიგადაშიგ იბრალებს ივანიშვილს, ძველ ქველმოქმედებებსაც უხსენებს (ამაზედაც დიდი მადლობა), მაგრამ პოლიტიკურ მანევრს უწუნებს, რადგან თავად ხუხაშვილს დემოკრატიის სიწმინდეში განზავებულად წარმოუდგენია თავი, იქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს, თუნდაც თავადაც კაი გვარიანი მადლი ედოს ივანიშვილისა. დიახ, ბატონებო!!! დაავიწყდათ, რომ ამ კაცმა სამ მილიარდზე მეტი დოლარი დაახარჯა საქართველოს მოსახლეობას, დაავიწყდათ, რომ ეს ფული მაშინ გაიღო ივანიშვილმა, პოლიტიკაში შესვლა აზრადაც რომ არ ჰქონდა, ეს მისი ცხოვრების წესია, ახლა ხომ არ დაუწყია ქველმოქმედება? თუნდაც ივანიშვილს ეს მანევრი პოლიტიკური მიზნით გაეკეთებინოს, დაე ასე იყოს, რას ემართლებით იმ ხალხს, ვისაც ეს ვალი ყელში საბელივით აქვს წაჭერილი. რას კოკეტობთ ამ დემოკრატიით, ჩაიხედეთ ადამიანის სულებში და მერე ყარეთ ეგ სიტყვები პირიდან“, - წერს ნადირაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner