logo_geo
eng_logo
ამირან გიგუაშვილი: ჩვენ ეს შევძელით!
- +

28 დეკემბერი. 2018. 03:16

 

 

პირველი პრეზიდენტის შვილების, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

 

„ჩვენ ეს შევძელით!

  1. შევძელით, რომ არ დაიხურა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების ვადების გაგრძელების შესახებ, რაც პირდაპირ ეხება ყველა იმ დაზარალებულს, ვისი საქმეც შეიძლებოდა თაროზე შემოდებულიყო, გამოძიების 25 წლიანი ვადის გასვლის გამო.
  2. შევძელით, რომ შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც პირადად გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს. სხვათაშორის ეს თავად გენერალური პროკურორის ინიციატივა იყო, რაც შეხვედრისას გამოთქვა და ვაფასებთ მის ამ გაბედულობას.

3.შევძელით, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის ირგვლივ საზოგადოება კონსოლიდირდა. უმრავლესობაც და ოპოზიციაც და ამ თვალსაზრისით, ეს საქმე გამაერთიანებელი, პარტიულ ინტერესებზე მაღლა მდგომი აღმოჩნდა.

  1. შევძელით, რომ დავაბრუნეთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედი, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა.

მადლობა ყველას, ვინც ეს 13 დღე ჩვენს გვერდით იდგა და ფაქტობრივად კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად შიმშილობდა.

მადლობა თქვენ, ვინც ამ სტატუსს კითხულობთ მხარდაჭერისთვის.

ესეთ დროს მართლა მგონია, რომ გვეშველება.

ვამაყობ თქვენით!

დანარჩენს იანვარში შევაფასებთ. საგამოძიებო ჯგუფის პირველი სამუშაო შეკრების შემდეგ“ , - წერს ამირან გიგუაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×