logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: ეს ხალხი საქმეს აკეთებს, საქმეს... მიბაძეთ, გააკეთეთ და ჩვენ აუცილებლად დავინახავთ
- +

15 იანვარი. 2019. 00:07

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

ყველაზე ძალიან მაღიზიანებს კითხვა:

 

- რა გაგიკეთა ოცნებამ, მხარს რომ უჭერო? აპრავებო, ვერ მიბედავენ.

 

ხოდა მაღიზიანებს, რადგან ჩემთვის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ადამიანის პატივისცემა, მისი ღირსების დანახვა და შეფასება არასოდეს გადის პირად სარგებელზე.

არის საკითხები, საიდანაც სარგებელი არა მარტო ჩემთვის, ყველასათვის უნდა იყოს.

მე გეტყვით, რა გამიკეთა ნაცების რეჟიმმა და როგორ გაანადგურა წლების ჩემი ცხოვრება... როგორ მაცხოვრა სტრესში და რა ზიანი მიაყენა ჩემს ცხოვრებას.

დიახ არის და საკმაოდ ბევრი საკითხი, რაც უნდა შეიცვალოს, დალაგდეს, გამოსწორდეს. არიან ადამიანები, ვინც არ უნდა მართავდეს და არ უნდა მიკითხავდნენ მორალს.

მაგრამ არის კიდევ უფრო მთავარი!!!

ის, რა პრობლემების წინაშეც დღეს ბევრი ადამიანი დგას, არც ივანიშვილის და არც ხელისუფლების ბრალია.

ეს არის ადამიანების სიხარბით, შურით და ბოღმით გამოწვეული პრობლემები. სწორედ ამით სარგებლობდა სააკაშვილი და მისი გუნდი და ამის წყალობით შეძლო იმ კოშმარის გაკეთება წლების მანძილზე!!!

ქართული ოცნების უმთავრესი პრობლემა სწორედ რომ ესაა- ცუდი კომუნიკაცია, არასწორი ინტერპრირება და გაუტანლობა!!!

კოალიცია იყო და ყველა ფრთა ამტკიცებდა, მე უფრო მაგარი ვარო და ფაქტობრივად ჩაძირა ერთმანეთი, ახლა უსაქმურების და ამბიციური სბროდი დგას და ლანძღავს ივანიშვილს.

 

კოალიციის მერე კი ორი წელია და მეტი, ერთმანეთის ძირის თხრას და ღალატს ვუყურებთ, ნაცვლად იმისა, საქმე გაკეთდეს!!!

 

კალაძის დღევანდელი განცხადება

 

„ჩვენ გვიყურებს ხალხი. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არიან ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა და ხმა მისცა პარტია „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება, პირველ რიგში, აზიანებს გუნდს, რაც ძალიან ცუდია“,- კახი კალაძე.

 

სწორედ ამაზე მეტყველებს

რატომ ვაფასებ კახის? რატომ ვაღიარებ უძლიერეს მინისტრად გახარიას? რატომ ვაფასებ ივანიშვილს?

- ეს ხალხი საქმეს აკეთებს, საქმეს!!! ემსახურება ხალხს და სამშობლოს.

მიბაძეთ, გააკეთეთ და ჩვენ აუცილებლად დავინახავთ.

 

დიახ ეს ადამიანები არიან დღეს, ვინც გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას ხალხის და ქვეყნის წინაშე!!!

 

ძალიან ბევრი შეიძლება დაწერო და თქვა, მაგრამ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ? ერთმანეთს ვაძლიერებთ? რამდენ ე.წ. ჩემიანს შეგიწუხებიათ თავი, ის გეთქვათ რაც არის, შელამაზება არ მითხოვია? ამ ქალაქში არაფერი იმალება. განსხვავებით ნაცებისა, ოცნებას არ აქვს ერთმანეთის გატანის პრაქტიკა!

 

როცა კუთხეში ხართ მომწყვდეულები და მაშინ გახსენდებათ, საიდან დაიწყეთ შუალედში, ვისთვის რა გააკეთეთ და შეიწუხეთ თავი, სწორედ აქ ჩნდება. და კუთხეში იმიტომაც რჩებით, რომ დაგავიწყდათ ის, რაც ახლა ოქროს ფასი ხდება - ადამიანები!!!

 

ადამიანები ფასდაუდებელი რესურსია“ , - წერს არველაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner