logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: გულისრევის გარდა არაფერს იმსახურებს, ეგ საფრთხობელა!
- +

11 თებერვალი. 2019. 15:40

 

 

„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა სააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება - ეგ ტოქსიკური და ბოროტი კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით, მით უკეთესი;

 

უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს. მაგრამ გულისრევის გარდა, ცხადია არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა.

 

ერთი დღე ვერ გაუძლო ციხეს და მონანიების სამარცხვინო წერილები წერა პოროშენკოს, დღეს დამდგარა და აგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირ მხდალ და დეგრადირებულ პოლიტიკოსს უარი უთხრა ისე, რომ ერთი წამით არ დაფიქრებულა თავად რა შეეშალა მათთან.

 

არანაირი აზრი შინაარსის გარჩევაში შესვლას არ აქვს, იმიტომ რომ მისი ყველა სიტყვა ურთიერთგამომრიცხავია და მის ნათქვამს, მთლიანობაში შინაარსი არ გააჩნია. მთავარია ყველამ დაიჯეროს, რომ მაგ გამყიდველ და მხდალ ჯამბაზთან აღარაფერი გვაკავშირებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner