logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: ამ წერილის ამბავი, როგორც ვატყობ, არაფრის მომცემი იქნება
- +

5 მარტი. 2019. 19:01

 

 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გუშინ პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ამ წერილის ამბავი, როგორც ვატყობ, არაფრის მომცემი იქნება. პროკურორი ამბობს, ცარიელ ფურცელზე დაწერილი რაღაც მოიტანაო, რითიც ცოტა წარმოუდგენელია, რამე დაამტკიცო. ერთადერთი ხელჩასაჭიდი შუამავალი რჩება, რომელსაც ჯერ არ ასახელებს ხაზარაძე, მაგრამ რომც დაასახელოს, თუ ის შუამავალი უარყოფს, გამოძიება ისევ ჩიხში შევა“, - წერს მერაბ მეტრეველი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×