logo_geo
eng_logo
„ნიკა გვარამია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გადაფარვას ცდილობს - დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ითვალისწინებს“
- +

12 მაისი. 2019. 16:27

 

 

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ცდილობს ტელევიზიისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას მის მიერ დანაშაულის გადაფარვის მცდელობას უწოდებს.

 

მისი თმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, ვინაიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე.

 

„გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით დავა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებსაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრობლემებად ასახელებს. ამით იგი ცდილობს თავისი იმ ქმედების გადაფარვას, რომელსაც სისხლის სამართალში ჰქვია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე. ნათელია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს გამოძიების ყურადღებას. გვარამია კარგი იურისტია და მშვენივრად ხედავდეს გარდაუვალი სასჯელის საფრთხეს. ალბათ „რუსთავი 2“-ის „შეტევაზე გადასვლის“ ისტერიის ლოგიკაც აქ უნდა ვეძებოთ“, - წერს თამარ მახარობლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×