logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი ხუხაშვილი-აბაშიძის ეთერზე: როცა ორდიპლომიანი ანალიტიკოსი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო
- +

16 მაისი. 2019. 19:46

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურს ქსელში გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს ეხმაურება.

 

„თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ, კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ, კაი ბიჭები, თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას, ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი „მომავალზე“ (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს, ძალიან დუგვიანდა. კაი ბიჭობას დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.

 

მე, ხუხაშვილის არც დიპლომების და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ (თვითონ, ფაქტია, არ იცის ) ორდიპლომიანებიც და მით უმეტეს კარგი ბიჭებიც არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია, როცა ჩემთვის პატივსაცემი „ტვ პირველს“ და დიანა ტრაპაიძის გადაცემას ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ.

 

როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა კი თუ გინდა, ისიც უნდა იცოდე, მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

გუშინ „ტვ პირველზე“ გადაცემა „ღამის ამბებს დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად“ ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner