logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელზეც რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი
- +

19 მაისი. 2019. 16:36

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შუალედურ არჩევნებს ეხმაურება. ლატარიას თქმით, მან მოისმინა აუდიო ჩანაწერი, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები დესტაბილიზაციასა და რევოლუციას გეგმავენ.

 

„მოვისმინე აუდიო ჩანაწერი, სადაც ენმ-ის წარმომადგენლები გეგმავენ დესტაბილიზაციას და ამის ფონზე რევოლუციას!!!

 

რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით თუ რა ძალაა ზოგადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თუ როგორ სურთ მათ ქვეყანაში ქვის-ქვაზე არ დარჩენა, როგორ სწყურიათ უკან მობრუნება, საზოგადოების გახლეჩა, უდანაშაულო ადამიანების ისევ ციხეებში შეყრა, წამება, ქონებების ჩამორთმევა და ადგილზე დახვრეტაც - კი.

 

ვერც ერთი ქართველი ამ აუდიოჩანაწერს ვერ მოუსმენს ემოციის გარეშე და აქვე აღვნიშნავ ყველაზე მთავარს:

 

ჰიტლერს და მის გარემოცვას არ სძულდათ ისე ებრაელები, როგორც ამათ ვეზიზღებით ჩვენ, ქართველები, რომელიც თემურ ალასანიამ, ნიკა გვარამიამ და ახლა უკვე თითქმის მთელმა მათმა აქტივმა ღიად გამოხატა.

 

ჩვენ, მაინც ვვითარდებით, წინ მივდივართ, მაგრამ ენმ-ის წარმომადგენლები კი - უკან-უკან გვექაჩებიან, ქუჩაში დახვრეტებისა და სამოქალაქო ომისკენ. მაგრამ ეს არ განმეორდება, აღარასოდეს!!!

 

P.S. ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელზეც რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი“, - წერს ლატარია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner