logo_geo
eng_logo
„იანვრის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ბიუჯეტის სწორ დაგეგმვაზე მიუთითებს“
- +

28 თებერვალი. 2017. 19:36



საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2017 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ დაგეგმილი ბიუჯეტი, რომელიც 4%-იან ზრდაზეა გათვალისწინებული, სწორია.

საუბარში ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ იანვარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა, რაც კარგი მაჩვენებელია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.


საბიუჯეტო სფეროში კარგი სიტუაცია გვაქვს. ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები 26%-ით მეტი გვაქვს, ვიდრე 2016 წლის იანვარში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი 2017 წლის ბიუჯეტი და 4%-იანი ზრდა რეალურია. 2017 წლის იანვრის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც ეკონომიკურ, განათლების, ჯანმრთელობისა და სივრცითი მოწყობის რეფორმებს ითვალისწინებს, ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად რეალურია, აუცილებელია და სწორად არის დაგეგმილი. ზრდა ფიქსირდება ექსპორტში, სადაც 2017 წლის იანვარში დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა. საქონლის ექსპორტი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44%-ით არის გაზრდილი. ზრდა არის ფულად გზავნილებზე და ტურიზმის მიმართულებითაც",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×