logo_geo
eng_logo
პიტერ დორანი: NATO გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა
- +

13 ივნისი. 2019. 11:25

 

 

NATO  გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა“, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა პიტერ დორანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, როდესაც ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, აშშ-ი თავისი პოლიტიკით მრავალი წლის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულია. 

 

“დღეს გაჟღერებული მთავარი სათქმელიც, რომელსაც პირადად სრულად ვიზიარებ, ეს იყო - ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რაც ალიანსის შიგნით უნდა შედგეს და გულისხმობს ევროპელი მოკავშირეების - განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების - აქტიურ ჩართულობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია. საქართველო ნამდვილად მზადაა გაწევრიანებისთვის. ქვეყანამ ალიანსის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მე, როგორც ამერიკელი მივიჩნევ, რომ პროგრესი იმედისმომცემია, რადგან საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, - განაცხადა პიტერ დორანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner