logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ამას ექნება შესაბამისი რეაგირება და დაისჯება ყველა კანონდამრღვევი
- +

20 ივნისი. 2019. 23:38

 

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, ეს არის სამწუხარო ტრაგედია. მიზეზი შეიძლება, იყოს ბევრი და სამართლიანიც, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს, ამას ექნება შესაბამისი რეაგირება და დაისჯება ყველა კანონდამრღვევი“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 

მან ყველას პოლიციის პატივისცემისკენ მოუწოდა.

 

პატივი ვცეთ პოლიციას, რომელიც სამსახურის გამო, მისთვის ერთი მხარეც მოქალაქეა და მეორეც. მან უნდა დაიცვას ყველას უფლება. მივცეთ პოლიციას საშუალება, ღირსეულად შეასრულოს მისი სამსახური. ამის შემდეგ შევძლებთ მშვიდად, წყნარად დავსხდეთ და გადავწყვიტოთ, რა არის სწორი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას რუსი დეპუტატების შემოშვებაზე, გახარიამ განაცხადა, რომ ჯგუფიდან ორს ჰქონდა მხოლოდ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი.

 

ამ ჯგუფიდან შსს-გან ამოაგდო ორი გვარი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სხვა პირები, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაში არც ყოფილან“, – განცხადა გიორგი გახარიამ.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, გადადგება თუ არა თანამდებობიდან, გიორგი გახარია პასუხობს, რომ ვინ გადადგება და ვინ დარჩება ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა როგორც კი, საჭირო იქნება, გადადგება.

 

ის, რაც აქ ხდება პოლიტიკური მოტივით მხოლოდ და მხოლოდ, ნიშნავს, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ. ვინ გადადგება, ვინ დარჩება ამას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი, საჭირო იქნება, გადავდგები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner